ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი მდებარეობს საბურთალოზე, სადაც კონცენტრირებულია გოგირდის ბუნებრივი თერმული წყლები, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. გოგირდის წყლები თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და ლეგენდებიც კი იქმნებოდა მასზე. გოგირდოვანი წყალი: აუმჯობესებს კანის სტრუქტურას ატენიანებს და არბილებს კანს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული მოქმედება აუმჯობესებს იმუნიტეტს ეფექტურია ძვალ-სახსროვანი დაავადებების

დროს დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის მიზანია მკურნალობის ტრადიციული ხერხებისა და თანამედროვე სამკურნალო კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს გავუწიოთ სამედიცინო მომსახურება.

ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრში მკურნალობა ექიმ დავით ვაშაძის მიერ სპეციალურად შერჩეული მცენარეული ნაკრების გამოყენებით ხორციელდება. ასევე კლინიკაში არსებული გოგირდის წყლის საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ბალნეო პროცედურების ჩატარების, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ფიტო პრეპარატების გამოყენებასთან ერთად.

 

ჩვენს ცენტრში დაგხვდებათ:

  • ოჯახის ექიმი
  • ფსიქოლოგი
  • ფიტოთერაპევტი
  • პედიატრი
  • გასტროენტოროლოგი
  • რევმატოლოგი
  • კარდიოლოგი
  • ფიზიოთერაპევტი
  • დერმატოლოგი
  • უროლოგი
  • ენდოკრინოლოგი