„თბილისი მარიოტში“ „დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის“ გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილს აერთიანებდა, თავდაპირველად 30 წლის გამოცდილების მქონე ცნობილმა ფიტო-თერაპევტმა დავით ვაშაძემ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად კოლეგებს – ექიმებს, ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მოგვიანებით სტუმრებმა მთავარ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ფიტო-ბელნეო მკურნალობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით თავად დავითისგან და გამომსვლელი ექიმებისგან როგორც ფიტო, ასევე ბალნეო საკითხების თვალსაზრისით სხვადასხვა საკმაოდ სასარგებლო ინფორმაცია მოისმინეს. ასევე სტუმრებს ექიმებმა გააცნეს თუ რა დაავდებების დროს არის მცენარეებით მკურნალობა ეფექტური.
თითოეულ სტუმარს გარდა სამახსოვრო საჩუქრებისა, შესაძლებლობა ჰქონდათ ცენტრის მეგობარი კომპანიებისგან სპეციალურად დაწესებული პრიზების (სასტუმრო „კოლხიდას“ & სასტუმრო „ნუნისის“ საგზური; ქართული კომპანია „ნინეას“ & კლინიკა „დეამედის“, „ლემონდის“ და „დიოს“ სასაჩუქრე ვაუჩერები და ა.შ.) გამარჯვებულები ყოფილიყვნენ.
ღონისძიებაზე ასევე სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ქართული მცენარეებით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და იმუნიტეტისთვის სასარგებლო სხვადასხვა სახეობის ფიტო ჩაი დააგემოვნეს.
საღამოს დასკვნით ნაწილში, საზეიმო ვითარებაში ტორტი გაიჭრა, დამსწრე საზოგადოებამ კი ფურშეტზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარა.
„უკვე მრავალი წელია ჩემს საყვარელ საქმიანობას ერთ-ერთი უძველეს დარგს – ფიტოთერაპიას ვეწევი, პაციენტებთან ურთიერთობა და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ცენტრიც სწორედ ამ მიზნით შევქმენით.
საწყის ეტაპზე აუცილებელია პროცესს დარგის სპეციალისტი აკონტროლებდეს, მკურნალობას წინ ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევები უსწრებდეს, სწორედ ამის საფუძველზე ხორციელდება ჩვენთან მცენარეული ნაკრების ინდივიდუალურად შერჩევა, რაც სწორ და ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.”- აცხადებს დავით ვაშაძე.
შეგახსენებთ, დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი სულ ახლახანს საბურთალოზე – ცინცაძე სულხანის ქ. 79 გაიხსნა. ცენტრის მიზანია მკურნალობის ტრადიციული ხერხებისა და თანამედროვე სამკურნალო კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს სამედიცინო მომსახურების გაწევაა. მკურნალობა კი ექიმ დავით ვაშაძის მიერ სპეციალურად შერჩეული მცენარეული ნაკრების გამოყენებით ხორციელდება.
ამავდროულად კლინიკაში არსებული გოგირდის წყლის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადახვა ბალნეო პროცედურების ჩაიტაროს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ფიტო პრეპარატების გამოყენებასთან ერთად. ასევე ცენტრში შესაძლებელია უიკალური ნუნისის წყლის სამკურნალო აბაზანების მიღება კანის სხვადსხვა დაავადებების სამკურნალოდ.
წყარო: fortuna.ge