სამედიცინო კლინიკებისა და მედპერსონალის მასშტაბურ დაჯილდოება - „Medical Care Award“-ზე 18 თებერვალს "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" დავით ვაშაძე ნომინაცია ,,ფიტოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის’’ დაჯილდოვდა.
რჩეული კლინიკებისა და მედპერსონალის მხარდაჭერა საზოგადოების წარმომადგენლებს “მედ არტ გრუპის” ვებ-გვერდზე შეეძლოთ, სადაც 46 ნომინაცია განთავსდა.
,,დიდი პატივია, მადლობა დნობისა და დაფასებისთვის. მახარებს, რომ ქართული ენდემური მცენარეებით მკურნალობის მეთოდები აქტუალურობას დღითი დღე იძენს. მოხარული ვარ ასეთი შესანიშნავი ნომინაციის დაწესებისთვის, სასიამოვნოა ეს მხარდაჭერა რაც პაციენტებისა და მეგობრებისგან მივიღე და გავხდი რჩეული ფიტოთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი -ბედნიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტების ნახვაა, რომლებთანაც 30 წლიანი უწვეტი მეგობრობა და სიყვარული მაკავშირებს. ’’- განაცხადა ,,დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეო თერაპიის ცენტრის’’ თანადამფუძნებელმა დავით ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ღონისძიების მიზანი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების, წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და მათი შემდგომი მოტივაციის ამაღლება იყო.
წარმოდგენილ ნომინაციებში იმ სამედიცინო დაწესებულებებმა და ექიმებმა გაიმარჯვეს, რომელთაც ინტერნეტ სივრცეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.